აჩენს თუ არა COVID- ვაქცინა ნაადრევი მშობიარობის რისკს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი ორსული ქალების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ნაადრევ მშობიარობას შორის კავშირის შესწავლა იყო. Report.ge-ს ცნობით, კვლევის შედეგები ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სპეციალისტებმა შეადგინეს დასკვნა, რომელიც ვაქცინირებული ქალების მონაცემებს შეიცავს. მათი ორსულობა 2020 წლის 17 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დადგა და 40-კვირიანი ორსულობის მიხედვით, მშობიარობის მოსალოდნელი ვადა 21 თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში განისაზღვრა. აქედან 10 064 ქალი (21.8%) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით, 9892 ქალი კი (98,3%) სრულად ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში აიცრა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ აცრა ორსულობის დროს COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად არის რეკომენდირებული, თუმცა ქალებს ვაქცინაციისა ეშინიათ და არსებულ ვაქცინებს არ ენდობიან.

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვაქცინაცია ნაადრევი მშობიარობის რისკს არ შეიცავს.