ადამიანი-ობობა დისნეილენდში გამოჩნდება - VIDEO

პლანეტის ყველაზე პოპულარული გასართობი პარკის სახელი Disneyland-ს ტყუილად როდი აქვს?! ჯადოსნური ადგილი სტუმრებს ახალ შეგრძნებებს სთავაზობს. 

უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის ზაფხულიდან „შურისმაძიებლების“ სივრცეში (Avengers Campus),  ვირტუალური ადამიანი-ობობა გამოჩნდება, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიის და დივაისების მეშვეობით მოძრაობს. ცნობილი გმირი ყველასთვის კარგად ნაცნობ საჰაერო მოძრაობებს შეასრულებს და სახურავებს "გადაუფრენს". ადამიანი-ობობა პერიოდულად ატრაქციონების ზემოთ, ჰაერში გამოჩნდება და აკრობატული მოძრაობებით, ნაგებობებში გაუჩინარდება. 

პიტერ პარკერის ამ ანიმატრონიკული რობოტის მსგავს ქმნილებებს  ხშირად იყენებენ გართობის ინდუსტრიაში და სხვადასხვა თემატური გამოფენების დროს.  Disneyland-მა სიახლის დაანონსებისთვის, პრომო ვიდეოც გამოაქვეყნა.