ადელმა ყოფილ ქმართან განქორწინებას მიაღწია

ლოს ანჟელესის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ პოპვარსკვლავი ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

32 წლის მომღერალი ქმართან ურთიერთობის ოფიციალურად დასრულებისთვის ორი წელია იბრძვის. 

საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს შორის მოლაპარაკებები მედიატორების მეშვეობით მიმდინარეობდა.

ადელის ყოფილი ქმარი მასზე 14 წლით უფროსი, 46 წლის მამაკაცია, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული. 

წყვილმა ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო. მათ ერთი ვაჟი ანჯელო 2012 წელს შეეძინათ.