აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ კიდევ ერთი შესაძლო ეგზომთვარე აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Scientific American ავრცელებს. 

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ახალი ციური სხეული დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეგზომთვარეს Kepler-1708 b-i უწოდეს. იგი პლანეტა Kepler-1708 b-ის სისტემაში მდებარეობს და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. 

თავად პლანეტა Kepler-1708 b, რომლის გარშემოც  ეგზომთვარე ტრიალებს, იუპიტერის მსგავსია. მთელი სისტემა დედამიწიდან დაახლოებით 5700 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული.

ეგზომთვარე იმდენად დიდია, რომ მეცნიერები მას სიცოცხლისთვის გამოსადეგად მიიჩნევენ.