ახალციხეში იასამნისფერი კართოფილი მოიყვანეს

ახალციხის ერთ-ერთ სოფელში იასამნისფერი კართოფილი მოიყვანეს. ფერის მიუხედავად, ბოსტნეული ნატურალურია და შხამ-ქიმიკატებს არ შეიცავს. 

პირველად იასამნისფერი კართოფილი ჩილეში მოიყვანეს. ის სხვადასხვა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას, აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.

კართოფილს განსხვავებული ფერი ანტოციანის დამსახურებაა.