აშშ-ს საავადმყოფოში ორი ძაღლი დააქორწინეს - VIDEO

აშშ-ს ერთ-ერთ საავადმყოფოში ძაღლების ქორწილი გადაიხადეს. რეტრივერები ჰერცოგი და ატამი სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალურად მუშაობენ. ისინი პაციენტებს სტრესის დაძლევაში ეხმარებიან.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ დააფიქსირა, რომ ძაღლები ერთმანეთს პრაქტიკულად არ შორდებიან, ამიტომ მათი შეუღლება გადაწყვიტა. სახუმარო ცერემონიის შემდეგ ჰერცოგს და ატამს, რომლებიც შავი სმოკინგსა და თეთრ ფატაში იყვნენ გამოწყობილები, სპეციალური ტორტით გაუმასპინძლდნენ.

ვიდეოს ტელეკომპანია ABC7 ავრცელებს.