ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად ოთხი სანტიმეტრით ფართოვდება

ბრიტანელი მეცნიერების კვლევებით დადასტურდა, რომ ატლანტის ოკეანე ყოველწლიურად ოთხი სანტიმეტრით ფართოვდება და ამერიკას ევროპასა და აფრიკას ერთმანეთისგან კიდევ უფრო აშორებს. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს. 

ამის მიზეზი აპველინგში მდგომარეობს, რაც წყალსატევის სიღრმიდან წყლის ქვედა ფენების ზედაპირზე ამოსვლას გულისხმობს, როდესაც ზედაპირული წყლის ფენები ქარის ქროლის შედეგად ზღვისაკენ მიედინება. 

მკვლევარებმა ამ პროცესის შესასწავლად ოკეანის ფსკერზე 39 სეისმომეტრი განათავსეს. მოწყობილობა ასევე კლიმატის ცვლილების მონიტორინგს, წყლის დონის მომატებისა და სტიქიური უბედურებების პროგნოზირებას უწყობს ხელს.