Audi მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს

გერმანიის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi 2026 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მარკუს დუესმანმა განაცხადა, რომ Audi-ს შემადგენლობაში 2025 წლისთვის ელექტრომობილების 20-ზე მეტი მოდელი იქნება. 

ამავდროულად, 2033 წლისთვის, სავარაუდოდ, შიდა წვის ძრავებიანი მანქანების წარმოება შეწყდება. 

Audi-ს გარდა, რიგმა მწარმოებლებმა უკვე განაცხადეს, რომ შიდა წვის ძრავიანი  ავტომობილების წარმოებას შეამცირებენ.  შვედური კომპანია Volvo ამის გაკეთებას 2030 წლისთვის აპირებს, ამერიკული კომპანია General Motors - 2035 წლიდან. Mercedes-Benz 2039 წლისთვის გეგმავს სრულად გადავიდეს ელექტრომობილებზე, ხოლო Volkswagen - 2040 წლიდან.