აუქციონზე "გიგანტურ" დინოზავრს ყიდიან

პარიზში დინოზავრის, ტრიცერატოპსის  ჩონჩხი  აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ცნობით, დინოზავრი სახელად "დიდი ჯონი" ყველაზე დიდი ტრიცერატოპსია, რაც აქამდე აღმოუჩენიათ.

მოსალოდნელია, რომ მისი ჩონჩხის ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიაღწევს. 

დინოზავრი "დიდი ჯონი"  დედამიწაზე  66 მილიონზე მეტი წლის წინ ბინადრობდა. პალეონტოლოგებმა მისი პირველი ნამარხი 2014 წელს აღმოაჩინეს.