როგორ იმგზავრა მრავალშვილიანმა ოჯახმა, რომლის ერთ-ერთი წევრი მანქანაში "ვერ ჩაეტია" - VIDEO

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს როგორ მიჰყვება ოჯახის წევრებს გოგონა ფეხით. როგორც ირკვევა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო, ბავშვი მანქანაში ვერ "ჩაეტია". მანქანაში მძღოლის გარდა, ორი მცირეწლოვანი ზის, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მეოთხე პირი ვეღარ ჩაჯდება. შესაბამისად, გოგონა მანქანას ფეხით მიჰყვება.  ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.