ბენ აფლეკი ახალ თრილერში მთავარ როლს შეასრულებს

ბენ აფლეკი ახალ თრილერში Hypnotic-ში მთავარ როლს შეასრულებს. Deadline-ის ინფორმაციით ფილმს კომპანია Studio 8 და Solstice Studios გადაიღებს. კინოფილმის ბიუჯეტი $80 მილიონია. ფილმის გადაღება 2020 წელს დაიწყება.

ფილმის რეჟისორი რობერტ როდრიგესია. ფილმში მოქმედება დეტექტივის გარშემო ვითარდება, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო პროგრამას ამოხსნის. პარალელურად უცნაური ძარცვის შემთხვევებს გახსნის და ცდილობს უკვალოდ გამქრალი შვილის მოძებნას.