ბერა: ჩვენი ოჯახი დღეიდან იაქტიურებს TikTok-ზე

ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად TikTok-ის პლატფორმაზე იაქტიურებს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი "ფეისბუქზე" წერს. 

"მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ოჯახი დღეიდან იაქტიურებს TikTok-ის პლატფორმაზე. Facebook-ს მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის გამოვიყენებთ. ვიდეოებისა და სიახლეების ყოველდღიურად სანახავად, გადადით ბმულზე https://vm.tiktok.com/WUa4uT/

ვეცდებით ჩვენი პატარა კლიპებით ამ რთულ დროს სახლში იძულებით ყოფნა ცოტა გაგიხალისოთ,"-წერს ბერა ივანიშვილი "ფეისბუქზე".