ბრიტანეთში დაკარგულ ძაღლებს დრონებით ეძებენ

ბრიტანეთის მკვიდრი ერიკა ჰარტი საკუთარი დრონის მეშვეობით დაკარგულ ძაღლებს ეძებს. ამის შესახებ Report.ge გამოცემა BBC-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 

იორკშირელ გოგონას ახალი გატაცება აქვს - დრონს დაკარგული ძაღლების მოსაძებნად იყენებს. თავიდან მას ეგონა, რომ დრონის ყიდვა ფულის ფლანგვა იყო. თუმცა, საჭირო დანიშნულება მას მალევე მოუძებნა.

ერიკას დრონი აღჭურვილია თერმოგამოსახულებით – ის ხედავს იმას, რასაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ხედავთ. მასთან ერთად გაცილებით ადვილია ტყეებსა და პარკებში დაკარგული ოთხფეხა ცხოველების ძებნა. 

ერიკამ უკვე 200-მდე დაკარგული ძაღლი პატრონთან დააბრუნა.