ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. Daily Mail-ის ინფორმაციით 21 ლეკვიდან 6 მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. ძაღლი, სახელად მერი ჯეინი დოგის და ამერიკული ბულდოგის ნაჯვარია. 

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე მეტი ლეკვი ერთდროულად ნეაპოლიტანურმა მასტიფმა ტიამ გააჩინა. მას 24 ლეკვი გაუჩნდა, თუმცა მერი ჯეინისგან განსხვავებით, ტიას ლეკვები საკეისრო კვეთით დაიბადნენ, ამიტომ, შესაძლოა, რეკორდსმენის ტიტული მერი ჯეინს გადაეცეს.