ბრიტანეთში მოქალაქემ 105 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ პოტის მფლობელი გახდა. მან ლატარიაში 105 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო.

BBC-ის ცნობით, მოქალაქემ ლატარია Euromillions-ის 5 ძირითადი და 2 დამატებითი ციფრი გამოიცნო. 

ის მეექვსე ბრიტანელია, რომელმაც ლატარეის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჯეკპოტი მოიგო.