ჩინეთი ილონ მასკს გაერო-ში უჩივის

პეკინის ცნობით, 2021 წელს ჩინეთის ორბიტალური სადგური ორჯერ გახდა იძულებული Starlink-ის თანამგზავრებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო მანევრები განეხორციელებინა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ჩინეთმა ილონ მასკის Starlink-ის თაობაზე გაერო-ს კოსმოსურ საქმეთა ოფისს საჩივრით მიმართა.

„უსაფრთხოების მიზნით, ჩინურმა კოსმოსურმა სადგურმა შეჯახების თავიდან აცილების კონტროლის სისტემა დანერგა“, - ნათქვამია გაერო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

Starlink არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის გავრცელების მიზნით შეიქმნა. ორბიტაზე უკვე  დაახლოებით 1,9 ათასი თანამგზავრია გაშვებული.