ჩინეთმა ახალი რესურსის თანამგზავრიდან პირველი მონაცემები მიიღო

ჩინეთის მიუნის რაიონის სახმელეთო სადგურმა  ZY-1 02E-ის რესურსის თანამგზავრიდან პირველი მონაცემები წარმატებით მიიღო. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება.

თანამგზავრი 5 მეტრის დიამეტრისაა და იგი კოსმოსში გუშინ გაეშვა.

აღნიშნული მონაცემების ზომა ჯამში 159 გიგაბაიტს შეადგენს.

სხვა რესურს თანამგზავრთან, ZY-1 02D-თან ერთად, რომელიც გაშვებული იქნა 2019 წლის 12 სექტემბერს, ეს მოწყობილობა შექმნის ქსელს, რომელიც მოემსახურება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კატასტროფების პრევენცია, გარემოს დაცვა, საცხოვრებელი და ტრანსპორტი.