ჩინეთმა "ხელოვნური მზე" 20 წუთით ჩართო

ჩინეთმა ბირთვული სინთეზის რეაქტორი, ე. წ. ხელოვნური მზე, კვლავ წარმატებით აამუშავა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა The New York Post ავრცელებს.

ბოლო ექსპერიმენტისას ჩინეთის "ხელოვნური მზე" დაახლოებით 17 წუთის (1056 წამის) განმავლობაში იყო ჩართული და იგი 70 მილიონ გრადუსამდე გაცხელდა, რაც ნამდვილი მზის ტემპერატურას ხუთჯერ აღემატება.

რეაქტორი HL-2M ტოკამაკი ჩინეთის უდიდესი და ყველაზე მოწინავე ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტული კვლევითი მოწყობილობაა; მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობა შეიძლება სუფთა ენერგიის უმძლავრესი წყარო გახდეს.

ბირთვული სინთეზის ამ რეაქტორის პატარა ვერსიებზე ჩინელი მეცნიერები 2006 წლიდან მუშაობენ.