ჩინეთმა კოსმოსში ხუთი თანამგზავრი გაგზავნა

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ CERES-1 Y2-ის გადამზიდი რაკეტით კოსმოსში ხუთი თანამგზავრი გაგზავნა.

რაკეტა პეკინის დროით 12:12 საათზე  ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე Jiuquan-ის კოსმოდრომიდან გაფრინდა.

CERES-1 სერიის გამშვები მანქანებისთვის ეს მეორე ფრენაა. CERES-1  მსუბუქი ოთხსაფეხურიანი რაკეტაა დედამიწის დაბალ ორბიტაზე მცირე თანამგზავრების გაშვებისთვის. რაკეტას  350 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.