ჩინეთში "პროკურორი" რობოტები შექმნეს

ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი რობოტი შექმნეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანების დადანაშაულება და ბრალმდებლის პოზიციის დაკავება შეუძლია. Report.ge-ის ცნობით, ინფორმაციას The Korea Times ავრცელებს.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ „პროკურორს“ საქმის სიტყვიერი აღწერის შემდეგ, ბრალის წაყენება კანონთან შესაბამისობაში 97%-იანი სიზუსტით შეუძლია. 

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი თავად შანხაის ერთ-ერთ პროკურატურაში გამოცადეს.

გამომგონებლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგია ხელს შეუწყობს  პროკურორების ყოველდღიური დატვირთვის შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს სამსახურში უფრო რთულ ამოცანებზე გაამახვილონ ყურადღება.