ჩინურმა თანამგზავრმა კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა - PHOTO

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრის SDGSAT-1-ის მიერ გადაღებული პირველი სურათები გამოაქვეყნა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება.

თანამგზავრმა კოსმოსიდან მდინარე იანძის დელტას რეგიონის, შანდონგის ნახევარკუნძულის, პეკინს, შანხაის და პარიზს სურათები მულტისპექტრული, თერმული ინფრაწითელი და დაბალი განათების კამერებით გადაუღო.

SDGSAT-1 მსოფლიოში პირველი დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრია, რომელიც შემუშავებულია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

კოსმოსური ხომალდი აღჭურვილია მრავალსპექტრული, ასევე ინფრაწითელი და დაბალი განათების კამერებით.  მოწყობილობა გამართულად მუშაობს. მისი ფუნქციონალური ინდიკატორები მოთხოვნებს აკმაყოფილებს.