დედამიწის მახლობლად უნიკალური ატმოსფეროს მქონე პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის ინფორმაციით, ეგზოპლანეტამ GJ 1132 თავისი თავდაპირველი ატმოსფერო დაკარგა და ახალი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამრიგად, პლანეტა "მინი-ნეპტუნიდან", როგორც მას უწოდებდნენ, დედამიწის მსგავს კლდოვან სამყაროდ გადაიქცა.

GJ 1132 b 2015 წელს აღმოაჩინეს. მისი მასა დედამიწის მასაზე 1,66-ჯერ მეტია, ხოლო ზომით ჩვენს პლანეტას 1,16-ჯერ აღემატება. ეგზოპლანეტა დედამიწიდან მხოლოდ 41 სინათლის წლით არის დაშორებული. მისი მშობელი ვარსკვლავი "წითელი ჯუჯა გლიზე 1132-ია", რომლის გარშემო შემობრუნებასაც პლანეტა 1,6 დღეს ანდომებს. მის ზედაპირზე ტემპერატურა 257 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. გარდა ამისა, პლანეტაზე დედამიწაზე 15 ჯერ უფრო ძლიერი რადიაციაა.

ასტრონომები თვლიან, რომ ეგზოპლანეტა თავდაპირველად "მინი-ნეპტუნის" კლასს ეკუთვნოდა. მას საკმაოდ სქელი ატმოსფერო ჰქონდა. მისი ამჟამინდელი ატმოსფერული წნევა დედამიწის ატმოსფერული წნევის მსგავსია.