დეპრესიული ვეფხვი ვოლიერში წრეზე დადის - VIDEO - PHOTO

ჩინეთში, ქალაქ პეკინის ზოოპარკში გადაიღეს გულისამაჩუყებელი ვიდეო, სადაც ჩანს ვეფხვი, რომელიც ერთსა და იმავე ადგილს წრეს ურტყამს. ცხოველმა უცვლელ ბილიკზე სირბილით დიდი წრიული ნიშანი შექმნა. 

პეკინის ზოოპარკში განაცხადეს, რომ ვეფხვი დეპრესიაშია და ფსიქოლოგიური კონსულტაცია სჭირდება. მას შემდეგ, რაც ვეფხვის ეს უჩვეული ქცევა შენიშნეს, იგი წაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში. ამჟამად ის ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გადის, რათა ცხოველი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

ვიდეოს გამოქვეყნებას ბევრი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ცხოველთა უფლებების დამცველების, რომლებიც ამბობენ, რომ ვეფხვისთვის არასაკმარისი ადგილია გამოყოფილი. ზოგი ამბობს, რომ ცხოველის დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ის ზოოპარკში დიდი ხნის განმავლობაშია გამომწყვდეული.