დოქტორმა ფაუჩიმ სანტაკლაუსს ვაქცინა პირადად გაუკეთა

მსოფლიოს ბავშვებმა არ უნდა იდარდონ საშობაო საჩუქრების ლოჯისტისკის შესახებ. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, თავის საჩუქარს ყველა მიიღებს. ამის შესახებ დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, სანტაკლაუსს ვაქცინა პირადად გაუკეთა.

"იმისათვის, რომ არავინ იღელვოს საშობაო საჩუქრების შესახებ, მე გავემგზავრე ჩრდილოეთ პოლუსზე. სანტაკლაუსი პირადად ავცერი. გავუზომე იმუნიტეტის დონე და ვნახე, რომ ის საკმაოდ მაღალია. მას შეუძლია მშვიდად დაარიგოს საჩუქრები სანტა ჯანმრთელადაა", - უთხრა დოქტორმა ფაუჩიმ CNN--ს