დუეინ ჯონსონმა დედას "კადილაკი" აჩუქა - VIDEO

Fast and Furious-ის ვარსკვლავმა, დუეინ ჯონსონმა 73 წლის დედას საშობაოდ ძვირადღირებული "კადილაკი" გადასცა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ მსახიობმა Instagram-ზე დაწერა.

მსახიობმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც Cadillac CT5 SUV-ის ჩუქების შემდეგ დედამისის ემოციებია აღბეჭდილი.

"დედაჩემს საშობაო სიურპრიზი გავუკეთე. იგი გაოცებული იყო და სიხარულისგან ტიროდა", - განაცხადა დუეინ ჯონსონმა.

დუეინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედამისი ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა. მსახიობის თქმით, იგი ძალიან ბედნიერია, რომ დედის გახარების საშუალება მიეცა.