ძაღლს, რომელიც ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარებოდა, ვარსკვლავი გაუხსნეს - PHOTO - VIDEO

ძაღლს, რომელიც ბათუმში, ბავშვებს ქუჩაში გადასვლაში ეხმარებოდა ვარსკვლავი გაუხსნეს. "ხალხის რჩეული" -ასეთი წარწერაა გაკეთებული "კუპატას" სახელობის ვარსკვლავზე. 

ვიდეო, სადაც ჩან,ს როგორ უყეფს გზაზე მიმავალ მანქანებს "კუპატა", რათა მძღოლები აიძულოს გაჩერდნენ და ბავშვებს გზა დაუთმონ, პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.