ეგვიპტეში ოთხფეხა ვეშაპის ნეშტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეგვიპტეში ოთხფეხა ვეშაპის ნამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა ახალ სახეობას  Phiomicetus anubis დაარქვეს, რაც სიკვდილის ღმერთს (ანუბისი) ნიშნავს.

Phiomicetus anubis არის ოთხფეხა ვეშაპი, რომელიც მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო. იგი 43 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.

მეცნიერთა ვარაუდით მას ადვილად შეეძლო ნიანგის და პატარა ძუძუმწოვრების შეჭმა.