ეგვიპტეში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს - PHOTO

არქეოლოგებმა ეგვიპტეში მსოფლიოში ყველაზე ძველი ლუდსახარში აპარატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.

გამოცემის ცნობით, მოწყობილობას მკვლევარებმა უძველეს ქალაქ, აბიდოსის ტერიტორიაზე მიაკვლიეს, რომელიც ნილოსის დასავლეთით, უდაბნოში, კაიროს სამხრეთით 450 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ლუდსახარში სავარაუდოდ ჯერ კიდევ ადრეული სამეფოს პირველი დინასტიის ფუძემდებლის ფარაონ ნარმერის დროიდან მოდის (ძვ. წ. 3150 - 2613).

გათხრების დროს არქეოლოგებმა რვა დიდი ოთახს მიაგნეს. თითოეულ მათგანში 40-მდე თიხის ავზი იყო, რომელშიც უძველესი ეგვიპტელები ლუდის დასამზადებლად წყალსა და მარცვლეულს ათბობდნენ.