FDA-მ ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად პრეპარატი ადუკანუმაბი დაამტკიცა. 

პრეპარატი საერთაშორისო ბაზარზე Aduhelm-ის სახელით გაიყიდება. პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი მიზეზების პრევენციას.

პრეპარატი შლის ამილოიდ - ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში თრომბებს წარმოქმნის და უჯრედებს აზიანებს. რაც უკვე შემდგომში ს მეხსიერების, აზროვნებისა და კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს.

მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებული 30 მილიონზე მეტი ადამიანია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ალცჰეიმერის საწინააღმდეგო ასზე მეტი პრეპარატის ტესტირება ჩატარდა, მაგრამ არცერთი მათგანი წარმატებული არ აღმოჩნდა.