ფრანგმა მამაკაცმა ყინულში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ფრანგმა რომან ვანდენდორპმა ყინულით სავსე რეზერვუარში ყოფნით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ასეთ მდგომარეობაში 2 საათს, 35 წუთსა და 43 წამსა გაძლო. შედეგად, 40 წუთით გააუმჯობესა არსებული რეკორდი. 

რეკორდსმენმა ამ აქტით არა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები დაამტკიცა, არამედ შეძლო რომ სპეციალურ ფონდში შეეგროვებინა თანხა საქველმოქმედოდ - სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის. 

34 წლის ჯანდაცვის მუშაკმა თქვა, რომ ადამიანური ლიმიტების გაზრდა სპეციალური ვარჯიშების საშუალებით შეძლო, მათ შორისაა წარმოსახვა და კონცენტრაცია.