კანადაში უცნობი დაავადება ვრცელდება - The Guardian

კანადაში, ნიუ-ბრუნსვიკის პროვინციაში, ახალგაზრდებში უცნობი დაავადება ორ წელზე მეტია ვრცელდება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

პროვინციის ჯანდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნევროლოგიური დაავადების შემთხვევების რიცხვი დღითი- დღე იზრდება.

პაციენტებს აღენიშნებათ წონის კლება, ჰალუცინაცია, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა და მოძრაობის შეზღუდვა.

ამ დროისთვის გაურკვეველი დაავადების 48 შემთხვევა  დაფიქსირდა. ექიმების თქმით, დაავადების გავრცელების მიზეზი შესაძლოა გარემო ფაქტორები იყოს.

გამოცემის ცნობით, პროვინციაში უცნობი დაავადებით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მსხვერპლის ახლობლები აცხადებენ, რომ ექიმებმა სიკვდილის მიზეზად ალცჰაიმერის დაავადების გართულებები დაასახელეს. თუმცა, მათი თქმით გარდაცვლილი ალცჰაიმერით დაავადებული არ ყოფილა.