Google-ის სერვისებს პრობლემები შეექმნა

რამდენიმე ქვეყანაში Google-ისა და Youtube-ის სერვისების მუშაობასთან დაკავშირებით მომხმარებლებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. გაუმართაობების შესახებ Downdetector იტყობინება. 

საჩივრების დაახლოებით 56% Google-ის საძიებო სისტემის გაუმართავობის შესახებაა. 43% საკუთარ ანგარიშში შესვლას ვერ ახერხებდა. 

Youtube-ის მიმართ შესული საჩივრების 76% მიხედვით, მომხმარებლები ვიდეოს ყურებას ვერ ახერხებდნენ, 23% კი ვებ-გვერდზე საერთოდ ვერ შევიდა. 4% საკუთარ ანგარიშში შესვლის შეუძლებლობას უჩივის.

საჩივრები ძირითადად აშშ-დან, იაპონიიდან და ბრაზილიიდან შევიდა.