"ჰაბლის" ტელესკოპმა კოსმოსში 2022 წელს გადაღებული პირველი ფოტოსურათი გამოაქვეყნა. Report.ge-ს ცნობით, ფოტოსურათი "ჰაბლის" Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა.
ფოტოსურათზე პლანეტარული ნისლეული თანავარსკვლავედი ორიონში NGC 2022-ია აღბეჭდილი. ის წაგრძელებულ სფეროიდს ჰგავს, რომელიც გარშემორტყმულია სფერული რეგიონით.
NASA-ს განმარტებით, მის გარშემო არსებული ნისლი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა სიკვდილის პირასაა.
ამასთან, ვარსკვლავს ჯერ არ მიუღწევია თეთრი ჯუჯა მდგომარეობამდე.