იაპონია ადამიანებს მთვარეზე გადაიყვანს

იაპონიამ ადამიანების მთვარეზე გადასაყვანად ახალი საგზაო რუკა შეიმუშავა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა NHK წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონია მთვარის ზედაპირზე მავალი სატრანსპორტო საშუალებების შესაქმნელად აჯარო და კერძო პარტნიორებს ეძებს. 

იაპონია ადამიანების მთვარეზე გადაყვანას აშშ-ის მთვარის კვლევითი მისიის ფარგლებში გეგმავს.

გარდა ამისა, იაპონია კოსმოსში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზის ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიის შესამუშავებლად კვლევებს განახორციელებს.

ასევე, პროექტით 2024 წელს გათვალისწინებულია მარსის ერთ-ერთ თანამგზავრზე  ზონდის გაშვებაც.