იაპონიაში მატარებლისა და ავტობუსის ჰიბრიდი გამოჩნდა - VIDEO

დასავლეთ იაპონიაში  ორმაგი რეჟიმის მანქანების (DMV) კომერციული ექსპლუატაცია დაიწყო. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NHK იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით,  მატარებლისა და ავტობუსის ჰიბრიდს გადაადგილება შეუძლია როგორც ტრასაზე, ასევე რელსებზე.

„ჰიბრიდულმა გადამზიდავმა, რომელიც დაფუძნებულია მოდიფიცირებულ მიკროავტობუსზე, შაბათს დაიწყო მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მატარებლისა და ავტობუსის პირველი ჰიბრიდი  ტოკუშიმას პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტერმინალიდან, ავტობუსის რეჟიმში დაიძრა. ხოლო რკინიგზის სადგურში მისვლის შემდეგ მატარებლად "გადაიქცა".  ბორბლები ლიანდაგზე დადგა და სარკინიგზო გზით ქალაქ კოჩის პრეფექტურის აღმოსავლეთით გაემგზავრა.