კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ვარცხნილობა შეიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.
პაპარაცებმა მილიარდერის ახალი ვარცხნილობა იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის მაიამიში კერძო თვითმფრინავით შვილთან X Æ A-XII-სთან ერთად ჩაფრინდა.
50 წლის მასკი აპირებს Art Basel Miami-ს, ექსკლუზიურ საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობას დაესწროს, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბლავი წვეულებებით
ინტერნეტში მასკის ახალი გარეგნობა დაცინვისა და მიმების საგანი გახდა.