ილონ მასკის კომპანია მზადაა მისი რაკეტით ასტრონავტებიც გადაიყვანოს

გარდა გლობალური ინტერნეტის პროგრამის და ქარხნებში სადეზიმფექციო ხსნარის დამზადებისა, ილონ მასკი არც ნასასთან დადებულ შეთანხმებებს უპირებს გადადებას. 

როგორც აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო იტყობინება, SpaceX-ის მინი კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი მზადაა თავისი პირველი მგზავრები გადაიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ორბიტაზე. 

გაფრენა უკვე წლებია იგეგმება და ამ დროის განმავლობაში ილონ მასკის კომპანია მუშაობდა არსებული კაფსულის Dragon Cargo-ს გარდაქმნაზე. ის აქამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ამარაგებდა, თუმცა 6 წლის განმავლობაში მრავალი წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ, ის ოფიციალურად მზადაა პირველი ფრენა განახორციელოს კოსმონავტებთან ერთად. ეკიპაჟში სულ ორი წევრი, დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იქნებიან.