ინდოეთში 75 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში 75 წლის პრაბჰა დევიმ ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ Sun-ი წერს.

ჩასახვა ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით მოხდა. გოგონა ორსულობის 30-ე კვირას დაიბადა. ბავშვი დაახლოებით 700 გრამს იწონის.

ჩვილი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.