ინდოეთში, ტალახში ჩავარდნილი სპილოს ამოყვანაში მთელი სოფელი მონაწილეობდა - VIDEO

ინდოეთის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ ტალახში ჩავარდნილი სპილოს გადასარჩენად ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა.

პროცესს დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. ამ დროს ადამიანები ზურგზე დაცემული სპილოს გადაბრუნებას და მის მშრალ ნაპირზე ამოყვანას ცდილობდნენ.

ორმოდან ამოსვლის შემდეგ ცხოველი საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა. სოფლის მოსახლეობა მას გაეცალა, რის შემდეგაც სპილო დამშვიდდა და ტყის მიმართულებით წავიდა.