ირანმა კოსმოსში სამი ხომალდი გაგზავნა

ირანმა კოსმოსური კვლევებისთვის განკუთვნილი სამი აპარატი გაუშვა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters  ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აპარატების კოსმოსში გაშვება წინ უსწრებს ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანის მცდელობას. 

აშშ-ის თეთრმა სახლმა ირანის კოსმოსურ სააგენტოს და ორ კვლევით ორგანიზაციას 2019 წელს სანქციები დაუწესა. თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაციები თეირანის ბალისტიკური რაკეტების განვითარებას  ემსახურებიან.