ჯასტინ ბიბერს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აღმოაჩნდა

მომღერალ ჯასტინ ბიბერს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აღმოაჩნდა. 

„ხალხი ამბობს, რომ ჯასტინ ბიბერი საშინლად გამოიყურება და მეტამფეტამინს მოიხმარს, თუმცა მათ არ იციან, რომ ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება აღმომიჩინეს. ასევე დამიდგინეს მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმაც, რაც ჩემს კანზე, ტვინსა და ზოგადად, ჯანმრთელობაზე აისახა, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით, უკეთ ვარ და სიმღერაც შემიძლია,“ - წერს ბიბერი Instagram-ის გვერდზე.

ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლიც ტკიპებს გადააქვთ. მისი გამომწვევი მცირე ზომის სპიროქეტა Borrelia burgdorferi არის. ეს არის ერთადერთი სპიროქეტა, რომელიც ადამიანისთვის პათოგენურია.