ჯენიფერ ლოპესის და ალექს როდრიგესის "კარანტინის ვარჯიში" - VIDEO

ბეისბოლის ყოფილმა ვარსკვლავმა ალექს როდრიგესმა და მისი საცოლემ, ჯენიფერ ლოპესმა საღამოს ვარჯიშების სერია შემოგვთავაზეს, რომელიც ალექსმა საკუთარი "ინსტაგრამის ისტორიებში" ატვირთა. 

50 წლის ჯენიფერი და 44 წლის ალექსი სპორტულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი და გამომწერებს სიმძიმეების აწევის სხვადასხვა ვარჯიშების კეთების პროცესი გაუზიარეს. სავარჯიშო დარბაზი კი წყვილს საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი. 

ჯენიფერი 15 კილოგრამიანი, ხოლო ალექსი კი 20 კილოგრამიანი ჰანტელებით ვარჯიშობდა. 

მათი ვარჯიშის სესია რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "Variety– ს" ცნობით, წყვილი სპეციალურ პროგრამას "JPMorgan Chase-ს" შეუერთდა, რათა ბეისბოლის გუნდის "New York Mets-ის" შესაძენად თანხის შეგროვებაში მიიღონ მონაწილეობა.