ჯიხვები და ახლად დაბადებული ციკნები ყაზბეგის ეროვნულ პარკში  - VIDEO

დაცული ტერიტორიების სააგენტო ფოტომახის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ვიდეო ყაზბეგის ეროვნულ პარკშია გადაღებული.

"ჩვენი ფოტომახის მიერ გადაღებული კადრებიც მოწმობს, რომ აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვებს გამრავლებისთვის კომფორტული გარემო აქვთ ყაზბეგის ეროვნულ პარკში.

დატკბით ცნობისმოყვარე შუნისა (მდედრი) და წელს დაბადებული ციკნების შესანიშნავი ვიდეოთი,"-ასეთი მინაწერი ახლავს ვიდეოს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ "ფეისბუქ გვერდზე" გამოაქვეყნა.