KFC ვეგანური "ქათმის ხორცის" გაყიდვას იწყებს

სწრაფი კვების ობიექტი KFC, აშშ-ში მდებარე ობიექტებში, Beyond Fried Chicken-ის, ე.წ. ვეგანური "ქათმის ხორცის" გაყიდვას დაიწყებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ CNN წერს.

ვეგანური შემწვარი ქათმის ნაგეტსები მენიუს ქვეყნის მასშტაბით 10 იანვრიდან დაემატება. 

"დროა", - განაცხადა KFC-ის პრეზიდენტმა კევინ ჰოჰმანმა CNN Business-თან ინტერვიუში. მან დასძინა, რომ ქსელის მომხმარებლებს სურთ "ნაკლები ცხოველური ცილის ჭამა, მაგრამ არ სურთ უარი თქვან ჩვეულებრივ საკვებზე".

ახალი პროდუქტი გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ ნაკლები ცხოველური ცილის ჭამა, მაგრამ არ არიან ვეგანები ან ვეგეტარიანელები.

მისი შეკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც ცალკე (თითო ულუფაში 6 ან 12 ერთეული), ასევე, კომბო მენიუში, რომელშიც მის გარდა, საშუალო ზომის სასმელი და კარტოფილი ფრიც შევა. საწყისი ფასი 6.99 აშშ დოლარი იქნება.