კირკ დუგლასმა ქველმოქმედებისთვის 60 მილიონი დატოვა, შვილისთვის - არაფერი

მსახიობმა კირკ დუგლასმა 60 მილიონი აშშ დოლარი ქველმოქმედებისთვის დატოვა. გამოცემა Mirror-ის ცნობით, მას არაფერი უანდერძია მისი ვაჟისთვის, მაიკლისთვის.

ქველმოქმედებისთვის განსაზღვრული თანხა რამდენიმე ბენეფიციარზე განაწილდება. მათ შორის არიან წმინდა ლოურენსის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესის სინას ტაძარი, კირკ დუგლას თეატრი და ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფო.

გარდაცვალებამდე დუგლასი მეუღლესთან ერთად ქველმოქმედებაში აქტიურად იყო ჩართული.

ცნობილმა მსახიობმა და პროდიუსერმა, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო, 90-ზე მეტ ფილმში ითამაშა. მისი შემოქმედება 7 ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ის ცნობილი იყო ფილმებით „სპარტაკი“ და „ვიკინგები“. ეს ნამუშევრები 1950-60-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო სურათებად ითვლება.

კირკ დუგლასი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა ვერცერთხელ აიღო ის. მას 1996 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ამერიკის კინოაკადემიამ საპატიო ოსკარი მიანიჭა.