კოვიდ ვაქცინას ზვიგენის სისხლისგან შექმნიან

ბიოლოგებმა ზვიგენების იმუნურ სისტემაში ცილები აღმოაჩინეს, რომლებიც SARS-CoV-2-ის ვირუსსა და სხვა კორონავირუსებს ანეიტრალებენ. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ სტატია ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზვიგენის ორგანიზმში აღმოჩენილი VNAR პროტეინები კორონავირუსის ანტისხეულების მსგავსი არ იქნება, თუმცა შესაძლოა, მკვლევარებს მკურნალობის გზების მოძიებაში დაეხმაროს. 

VNAR-ები ათჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ადამიანის ანტისხეულები და მათ  ვირუსულ პროტეინებთან დაკავშირება მრავალი უნიკალური გზით შეუძლიათ, რაც მათ ანტივირუსულ ეფექტს არაჩვეულებრივად ძლიერს ხდის. 

„ამ მცირე ანტისხეულების მსგავს პროტეინებს შეუძლიათ შეაღწიონ ისეთ კუთხეებში, რომლებშიც ადამიანის ანტისხეულები ვერ აღწევს“, - ამბობენ კვლევის ავტორები. 

მომავალში მეცნიერები იმედოვნებენ, რომ VNAR-ზე დაფუძნებულ ბიუჯეტურ და მოსახერხებელ ანტივირუსული პრეპარატებს შეიმუშავებენ.