კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამის რეკორდსმენი გახდა

ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ინსტაგრამის რეკორდსმენი გახდა. პორტუგალიელი სპორტსმენი პირველი ცნობილი სახეა მსოფლიოში, ვინც 250 მილიონი მიმდევრის მოგროვება შეძლო. 

ეს რონალდუსთვის წელს მეორე ინსტაგრამ-რეკორდია. ამ პლატფორმაზე სწორედ მას ეკუთვნის ყველაზე მეტად მოწონებული ფოტო, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. დიეგო მარადონასადმი მიძღვნილ პოსტს ამ დოისთვის 19 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.