ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს.