ლოცვა ავტომობილებით - უცნაური საეკლესიო მსახურება ოქსფორდში

ოქსფორდში, ქლერ თაუნის წმინდა ბრანაბას ეკლესიამ პანდემიის პირობებში მსახურების გამართვის განსხვავებული ფორმა იპოვა. ტაძრის მოძღვარმა მრევლს მანქანებით მისვლისკენ მოუწოდა. 40-მდე მანქანა მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათ რადიომიმღენებში ესმოდათ ქადაგება და ლოცვა. თავის მხრივ მრევლიც ლოცულობდა. 

ცერემონიის დასასრულს ყველამ ერთად იმღერა.