მარსზე სურათის გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო ნებისმიერ მსურველს მარსზე ვირტუალური სამახსოვრო სურათის გადაღების შესაძლებლობას აძლევს.

ამისათვის, NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე თქვენი სურათი უნდა ატვირთოთ და სასურველი ფონი აირჩიოთ. სისტემა ავტომატურად განათავსებს თქვენს სურათს პლანეტის ლანდშაფტის ფონზე. 

შეგახსენებთ, მარსის ზედაპირიდან პირველი ფოტოები გუშინ იქნა მოპოვებული. ფოტოები NASA-ს მკვლევარმა მანქანამ Perseverance-მა გადაიღო. 

Perseverance-ის როვერი მარსზე 18 თებერვალს დაეშვა. NASA–ს ისტორიაში მეხუთე როვერი შვიდი სამეცნიერო ინსტრუმენტით არის აღჭურვილი, რომლებიც წითელი პლანეტის სტრუქტურასა და გეოლოგიას შეისწავლიან.